ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის მე-5 კლასელთა ქართული ლიტერატურის გაკვეთილი როლური თამაშით წარიმართა 
03-12-2025

აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა სასწავლო მეთოდსა და სტრატეგიას მიმართავენ. 

აღსანიშნავია, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ელისო ქუხილავას მე-5 კლასში ჩატარებული გაკვეთილი, რომელიც „როლური თამაშის“ მეთოდის გამოყენებით მოსწავლეებმა მოთხრობიდან „იავნანამ რა ჰქმნა“ გაითამაშეს ნაწყვეტი - ქეთოს ლეკები იტაცებენ. 

მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს და უკვდავი მოთხრობის სცენა შთამბეჭდავად გაითამაშეს.

გარდა იმისა, რომ აქტივობა მოსწავლეებს დაეხმარა ნაწარმოების უკეთ გააზრებაში, ის მოსწავლეებისთვის მეტად სახალისო აღმოჩნდა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203