პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო
03-07-2018
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციიის III ეტაპი 2 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

კერძო სკოლის პირველ კლასში, მოსწავლის რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა - 10 აპრილიდან 16 ივლისის ჩათვლით პერიოდი. მოსწავლის რეგისტრაცია ხორციელდება კერძო სკოლის მიერ. 

2018-2019 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203