
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებსა თუ აქტივობებში კი წახალისებული და მხარდაჭერილია. ეს ყველაფერი კი მოსწავლეთა შემართებაზე აისახება.
ახლახან, სკოლის გოგონათა გუნდმა წარმატებით იასპარეზა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალურ თამაშებში და მაგიდის ჩოგბურთის ტურნირის გამარჯვებული გახდა.
სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები ულოცავენ ამ გამარჯვებას მოსწავლეებს და მომავალშიც წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: