
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლაში მოსწავლეები იღებენ არა მხოლოდ ხარისხიან განათლებას არამედ ღირსეულ მოქალაქეებად იზრდებიან.
სწორედ პასუხისმგებლიანი სამოქალაქო საზოგადოების აღზრდასა და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება სკოლის სამოქალაქო კლუბი - „მომავლის საყრდენი“, რომელიც წარმატებით მუშაობს და არაერთ საინტერესო აქტივობასა თუ ღონისძიებას ახორციელებს.
ამჯერად, „მომავლის საყრდენი“ ჩაერთო სასკოლო მარათონში, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარდა.
კლუბის წევრებისა და სპეციალური მასწავლებლის ლ. ბოშაშვილთან თანამშრომლობით, ჩატარდა საინტერესო აქტივობები.
„სამყაროში არავინ იმსახურებს ცუდად მოპყრობას!“, „ნუ აირჩევ ძალადობას, აირჩიე სიმშვიდე!“, სხვას ისე მოექეცი, როგორც გინდა რომ შენ გექცეოდნენ!,“ - ამ და სხვა ძალადობის საწინააღმდეგო მოწოდებებით მოსწავლეებმა პოსტერები შექმნეს სკოლაში გაავრცელეს, ასევე არაერთ აქტივობაში ჩაერთნენ და ძალადობა დაგმეს.
იხილეთ ფოტოები: