იანეულის საჯარო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებით გამოეხმაურნენ
03-12-2025

3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ პირთა უფლებების შესახებ. თარიღს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებით გამოეხმაურნენ. 

სკოლის მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილა შშმ პირთა უფლებების დაცვაზე, სტერეოტიპებზე და დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრაზე. ისაუბრეს თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საკითხებზე საზოგადოების თითოეული წევრის ცნობიერების ამაღლებას.

აქტივობას სპეციალური მასწავლებელი თამარ ფიფია ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203