პატარა გონდრიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მშვენიერებას ინგლისურენოვანი ღონისძიება მიუძღვნეს 
03-12-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდრიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს.

ინგლისურის ენის მასწავლებელმა ანაჰიტ მარგარიანის ხელმძღვანელობით ინგლისურენოვანი ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით - Autumn. 

თემატურად გაფორმებულ გარემოში მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა, წაიკითხეს ინგლისურენოვანი ლექსები, შეასრულეს სიმღერები და მუსიკალური ნომრები. 

მოსწავლეებმა წარმოაჩინეს როგორც ლექსიკური მარაგი, ისე შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203