
ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო მეთოდი მოსწავლეთა დიდი ინტერესითა გამოირჩევა და ბავშვების მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
აღსანიშნავია, V კლასის მოსწავლეებისა და მათი ისტ-ის პედაგოგის ზურა ხაკიანის პროექტი - „შემოქმედებითი ფერმა!“
ფერმა, რომელიც მოსწავლეებმა Minecraft Education-ში შექმნეს, ასახავს სოფლის შრომას, ბუნებასა და გუნდურობას.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს პროექტი გვასწავლის, რომ შემოქმედებითობა და ტექნოლოგია ერთად ქმნის მომავალს.
პროექტის ბოლოს მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
V კლასის დამრიგებელი მაია ფხაკაძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: