
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა თვითმმართველობა სკოლის დემოკრატიულ მართვაში აქტიურად არის ჩართული და ხშირად მონაწილეობს დისკუსიებსა და შეხვედრებში.
სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა თვითმმართველობის კიდევ ერთი, მორიგი შეკრება გაიმართა, რომელსაც გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, დირექტორის მოადგილე, სასწავლო პროცესების მენეჯერი მზიური კოჩალიძე და ხარისხის სამსახურის მენეჯერი მარიამ (მაყვალა) ანთაძე ესწრებოდნენ.
მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა სკოლა-გიმნაზიაში განსახორციელებელი აქტივობების საინტერესო პროექტები წარმოადგინეს და მათ ხორცშესასხმელად, დირექციის დახმარებით, გეგმები დასახეს.
აღსანიშნავია, რომ თვითმმართველობის შემდეგი შეკრება საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში გაიმართება.
იხილეთ ფოტოები: