დეხვირის საჯარო სკოლის სასკოლო-სასწავლო ნაკვეთს ხორბლის ენდემური სახეობები შეემატა
03-12-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის სასკოლო-სასწავლო ნაკვეთში​ წლებია ითესება ქართული ხორბლის ავთენტური ჯიშები - „მახა“, „ზანდური“, ზამთარ-ზაფხულ ბიბინებს ჯეჯილი და ოქროყანა პურისა.

ახლახან, სკოლას სტუმრად ეწვია სოფლის განვითარების სააგენტოს ცაგერის საინფორმაციო - საკონსტიტუციო ცენტრის წამყვანი სპეციალისტი ბონდო ხეცურიანი, რომელმაც საინფორმაციო ჩაატარა მეტად საჭირო და საინტერესო შეხვედრა ბიომრავალფეროვნებისა და მეწარმეობის მიმართულებით.

სტუმარმა მოსწავლე-მასწავლებლებს საჩუქრად გადასცა ხორბლის ენდემური სახეობები, რომლის დათესვის პროცესში თავადაც აქტიურად ჩაერთო.

მზის სხივებით გამთბარი შემოდგომის თბილი დღე წარიმართა ხალისითა და იმედიანი შეძახილით - „ერთი ასად!“, „ერთი ასად!“...  

„მადლობა მას თანამშრომლობისა და დახმარებისთვის! ყოველი ახალი საქმე და ახალი სიცოცხლე იმედი და წარმატებაა ჩვენი სკოლის!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახალ მოსავალს ელოდებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203