სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გარემოს ეროვნულ სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
03-07-2018
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნულ სააგენტოს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმზე ხელმომწერნი იყვნენ: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ნინო თანდარაშვილი.
მემორანდუმის ფარგლებში, სააგენტოს სპეციალისტები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია - გეოლოგიის დარგის სპეციალობის სტუდენტებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, დაეხმარებიან თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გარემოს ეროვნული სააგენტოში დაესწრონ ლექცია - სემინარებს, რომელსაც სააგენტოს დარგის წამყვანი სპეციალისტები ჩაატარებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტო ასევე უზრუნველყოფს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში მეტეომზომი აპარატურის განთავსებას, რაც დაეხმარება სტუდენტებს მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებაში.