„ეტალონის“ ინგლისური ოლიმპიადა დასრულდა - ლიდერთა ათეულები
05-12-2025

„ეტალონის“ და izrune.ge-ს  ერთობლივი ოლიმპიადები დასასრულს უახლოვდება. ფინალური, მათემატიკის ოლიმპიადა, 9-10 დეკემბერს გაიმართება. მანამდე კი, 2-3 დეკემბერს პირველად, ინგლისური ენის ოლიმპიადა ჩატარდა, რომელიც ონლაინ რეჟიმში izrune.ge-ს ტექნოლოგიური პლატფორმის გამოყენებით გაიმართა. 

ცოდნის შესამოწმებლად და გამოსავლენად, ოლიმპიადაში მოსწავლეები მთელი საქართველოდან ჩაერთნენ. 

აღსანიშნავია, რომ ინგლისური ენის ოლიმპიადა შედგებოდა უცხოური ენების ფლობის საერთო ევროპული კომპეტენციების ფარგლებში აღიარებული 5 დონისგან:
1 - A1 Level (Beginner) - დამწყები 
2 - A2 Level (Elementary) - ენის საბაზისო ცოდნა
3 - B1 Level (Intermediate) - საშუალო დონე
4 - B2 Level (Upper-Intermediate) - საშუალოზე მაღალი დონე
5 - C1 Level (Advanced) - მაღალი დონე

ოლიმპიადაში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით პატარა თუ დიდი, კერძო თუ საჯარო, ქალაქისა თუ სოფლის სკოლის ასეულობით მოსწავლემ მიიღო. თითოეული მათგანი უკვე წარმატებულია, რადგან ცოდნის მიღების მოტივაციით ადგანან დიდი წარმატებების გზას !

მოსწავლეთა ნაწილის წარმატების სიგელები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

უკვე ცნობილია, მაღალქულიანი ათეულების ვინაობაც. მათი წარმატების დიპლომები იხილეთ: ბმული1, ბმული2 და ბმული3

აღსანიშნავია, რომ გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები:

·      განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში

·      სკოლაში

საგნობრივ ოლიმპიადაზე რეგისტრაცია კი შესაძლებელია, ამ სეზონის ფინალურ მათემატიკის ოლიმპიადა-ზე. 

ტესტის დასრულებისთანავე ყველა მონაწილე მიიღებს სპეციალურ სახელობით ონლაინ სიგელს. 

 დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ „ეტალონის“ FB გვერდზე

„ეტალონი“ ურყევად აგრძელებს, საგანმანათლებლო პროექტებით, მომავალი თაობების განათლების და ინტელექტის სადარაჯოზე ყოფნას !

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203