„გვიანი შემოდგომა“ - ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლამაზი საშემოდგომო სანახაობა 
03-12-2025

ქუთაისის N38 საჯარო სკოლის IX კლასის (დამრიგებელი ფ.სილაგაძე) მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს. 

მე-9 კლასელები „მათეს მარანს“ ესტუმრნენ. გაეცნენ ვაზისა და ღვინის კულტურას, მოისმინეს ყურძნის დაწურვის ტრადიციებთან დაკავშირებული ისტორიები, დაათვალიერეს უძველესი ნივთები და ამ თემატურ გარემოში  ღონისძიება - „გვიანი შემოდგომა“ გამართეს. 

მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს შემოდგომის სიუხვესა და მშვენიერებას და ლამაზი საშემოდგომო სანახაობა გამართეს. 

გასვლით ღონისძიებას ორგანიზება გაუწია პედაგოგმა ელისო კიკვაძემ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203