ლასურიაშის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი ინტელექტუალური თამაშის მუნიციპალური ეტაპის გამარჯვებულია 
03-12-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს და საგნობრივ ცოდნასათან ერთად მოსწავლეთა ინტელექტუალურ და ანალიტიკურ განვითარებაზე ზრუნავს, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. 

ახალხან, სკოლის მოსწავლეთა გუნდი ინტელექტუალური თამაშის „ტვინების ბრძოლა“ მუნიციპალური ეტაპის გამარჯვებული გახდა.

გუნდში ირიცხებიან IX-X-XI-XII კლასების მოსწავლეები - მარიამ ბრეგვაძე, მელანო მერცი, მარიამ სილაგაძე, გვანცა მუშკუდიანი და ნიკა მეშველიანი, მათი მასწავლებელი კი ნანა სვანიძე გახლავთ. 

სკოლაში ამაყობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ. 

ლასურიაშის საჯარო სკოლა განსაკუთრებული სიხარულითა და სიამაყით ულოცავს მოსწავლეთა გუნდს -IX-X-XI-XII კლასის მოსწავლეებს ინტელექტუალური თამაშის -„ტვინების ბრძოლის“ მუნიციპალურ ეტაპში ღირსეულ გამარჯვებას.

მათმა წარმატებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მასწავლებელთა თავდაუზოგავი შრომა, მიზანდასახულობა, ცოდნის სიყვარული და გუნდური ერთიანობა ყოველთვის იძლევა მაღალ შედეგს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203