ეშტიის N2 საჯარო სკოლაში შემოდგომას ლამაზი ღონისძიება მიეძღვნა 
03-12-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა შემოქმედებითი ღონისძიებით გააცილეს.

25 ნოემბერს, სკოლაში საოცარი საშემოდგომო განწყობა დატრიალდა. თემატურად გაფორმებულ გარემოში მე-6 კლასელებმა წარადგინეს ლამაზი ნომრები, მხატვრული კომპოზიციები, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები, ცეკვები, ჩაერთნენ საინტერესო შეჯიბრებებში და გამოცანებსაც წარმატებით გაართვეს თავი. 

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია კლასის დამრიგებელმა - ვარდიტერ გრაბსკაიამ

მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას და მათ მოტივირება-წახალისებას

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203