ჯვარის N4 საჯარო სკოლის მე-3 კლასელებისთვის „პროფესიის დღე“ მოეწყო
03-12-2025

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება გამდიდრებულია საინტერესო ღონისძიებებითა და აქტივობებით, რაც მათ მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

ახლახან, მე-3 კლასში (მასწავლებელი- ნანი ქარდავა) ჩატარდა სახალისო აქტივობა „პროფესიის დღე“. 

ბავშვები საგანგებოდ მოემზადნენ ამ დღისთვის, მოიძიეს ინფორმაცია სხვადასხვა პროფესიის შესახებ, აირჩიეს პროფესია და ამ ხელობისთვის დამახასიათებელი ჩაცმულობა მოირგეს.

აქტივობა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. ბავშვები სხვადასხვა პროფესიებს გაეცნენ და ცოდნა გაიმდიდრეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203