დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის STEAM პროექტი ეროვნული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია
02-12-2025

დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის STEAM პროექტმა ეროვნულ კონკურსზე ბრწყინვალე წარმატება მოიპოვა.

​STEAM პროექტების ეროვნული კონკურსის - „მომავლის საქართველო 2025“ დასკვნითი კონფერენცია თბილისში გაიმართა.

კონფერენციაზე ქვეყნის მასშტაბით შერჩეული 30 საუკეთესო STEAM პროექტი იყო წარმოდგენილი. მათ შორის სსიპ დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის პროექტი - „მომავლის ქალაქი“.

ღონისძიების ფარგლებში გამარჯვებულებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები და ფულადი ჯილდო, STEAM რესურსების შესაძენად.

„მადლობა პროექტის ავტორებს, სკოლის დირექციას და ყველა ადამიანს ვისაც სჯეროდა, რომ ჩვენ ეს გამოგვივიდოდა“,- აღნიშნავენ სიამაყი​თ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203