
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა მხარდაჭერა და მოტივირება სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია. სკოლის დირექტორი უშუალოდ მონაწილეობს პროცესში და სკოლაში ქმნის მეგობრულ, კეთილგანწყობილ გარემოს, სადაც მოსწავლე თავს დაფასებულად გრძნობს.
ახლახან, სკოლა-გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე დაწყებითი კლასის (I-IV) მოსწავლეებს საკლასო ოთახებში ესტუმრა.
მამა მირიანმა დალოცა მოსწავლეები და მათი პედაგოგები, წარმატებები უსურვა სწავლასა და ყოველდღიურ საქმიანობაში.
იხილეთ ფოტოები: