
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.
ახლახან, IYLCP პროგრამის კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონიალზე სკოლის IX კლასის მოსწავლე ბარბარე ჩარქსელიანი დაჯილდოვდა.
28 ნოემბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა უმასპინძლა ლიდერობის საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის (IYLCP) 2025 წლის კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონიალს.
პროგრამა აღნიშნული უნივერსიტეტისა და სინგაპურში დაფუძნებული ორგანიზაციის – Global Citizen Education Group-ის ერთობლივი პროექტია, რომელიც განკუთვნილი იყო საქართველოს IX-XII კლასების მოსწავლეებისა და აზერბაიჯანელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი და ინდონეზიელი ახალგაზრდებისთვის.
პროგრამა მიმდინარეობდა 20 სექტემბრიდან 15 ნოემბრამდე და მოიცავდა 9-კვირიან ონლაინკურსს,, რომელიც ტარდებოდა ინგლისურ ენაზე და ახალგაზრდებს აძლევდა საშუალებას, გამოემუშავებინათ თანამედროვე ლიდერისთვის აუცილებელი უნარები და კომპეტენციები.
წარმატებულ კურსდამთავრებულთა შორის იყო უშგულის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ბარბარე ჩარქსელიანი, რომელსაც, სხვა მონაწილეებთან ერთად, სერტიფიკატი გადაეცა.
სკოლა ულოცავს ბარბარე ჩარქსელიანს ამ წარმატებას.