
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს.
II კლასის მოსწავლეებმა სეზონის მიწურულს ღონისძიება - „ოქრომოჭედილი შემოდგომა“ გამართეს.
მოსწავლეებმა იცეკვეს, იმღერეს, წარმოადგინეს მხატვრული კომპოზიციები და თემატური ინსცენირებები, დეკლამაცითა და მჭემეტყველებითაც მოიწონეს თავი.
საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ: მშობლები, მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია.
ღონისძიების ბოლო დამსწრე საზოგადოებამ მადლობა გადაუხადა კლასის დამრიგებელს - ჟ. ბახჩაგულიანს, რომლის ხელმძღვანელობითაც ბავშვებმა შესანიშნავად წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები.
ღონისძიება თბილ და მეგობრულ გარემოში ჩატარდა და როგორც მოსწავლეებს, ისე მასწავლებლებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: