„შთაბეჭდილებებით დატვირთული დღე“​- საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა დიდ სცენაზე მორიგი სპექტაკლი ნახეს
02-12-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის მორიგი გასვლითი კულტურული ღონისძიება მოეწყო. 

სკოლა-გიმნაზიის მე-8 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - შორენა ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით, მოზარდ მაყურებელთა თეატრში იმყოფებოდნენ. 

მოსწავლეებმა დიდ სცენაზე ნახეს რევაზ მიშველაძის ნოველების მიხედვით აგებული ერთმოქმედებიანი დრამა - „არ დამივიწყო“. 

„დადებითი შთაბეჭდილებებით დატვირთული დღე“,- ასე აფასებენ გასვლით ღონისძიებას სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ საინტერესო კულტურულ თუ შემეცნებით თავგადასავალს ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203