„იმედი - სიტყვა გადაარჩენს ადამიანს“ - ქუთაისის N9 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა 
02-12-2025

ქუთაისის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეები ტოლერანტულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები ბავშვებს საგნებთან ერთად, ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაცვასა და პატივისცემას ასწავლიან.

ახლახან, კონკრეტული სოციალური ან ეთნიკური ჯგუფის მიმართ რწმენა-წარმოდგენების, ნეგატიური დამოკიდებულებების აღმოფხვრის /სტერეოტიპი/, მოსწავლეებში თანაგანცდის, ტოლერანტობისა და შემოქმედებითი უნარის განვითარების მიზნით მე-8, მე-5 კლასებში ჩატარდა პროექტი თემაზე - „იმედი - სიტყვა გადაარჩენს ადამიანს“ (ნოდარ დუმბაძის მოთხრობის „ბოშების“ მიხედვით).

მოსწავლეებისთვის პროექტი მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, საკითხის შესახებ ცოდნა გაიღრმავეს და საინტერესო პრეზენტაციებით ჩაატარეს. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203