კრეატიულ საგაკვეთილო პროექტად ქცეული შემოდგომის ბარაქა რუსთავის №23 საჯარო სკოლაში
02-12-2025

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, კი არაერთი აქტივობა ეწყობა. შემოქმედებითად განსაკუთრებით დატვირთულია ხელოვნების გაკვეთილები. ამჯერად, ხელოვნების გაკვეთილზე შემოდგომის სიუხვითა და მშვენიერებით შთაგონებულმა მე-3 კლასელებმა წარმოაჩინეს შესაძლებლობები.

შემოდგომა ბავშვებისთვის ყოველთვის ფერადი ემოციების, თბილი შეგრძნებებისა და აღმოჩენების პერიოდია. ამ სეზონზე ბუნება იმდენ შთაგონებას გვაძლევს, რომ მასთან მუშაობა განსაკუთრებით სასიამოვნო და ნაყოფიერია. სწორედ ამიტომ, III კლასის დამრიგებელმა ეკატერინე იაშვილმა მოსწავლეებთან ერთად გადაწყვიტა, შემოდგომის ბარაქა ხელოვნების გაკვეთილზე შეეგროვებინა და მცირეხნიანი თამაში კრეატიულ საგაკვეთილო პროექტად გადაექცია.

პატარებმა საკუთარი ხელებით შექმნეს პატარა, ზღაპრული „სამზარეულოები“, სადაც თაგუნები ზამთრისთვის ემზადებიან. ბავშვებმა სხვადასხვა შერეული ტექნიკა გამოიყენეს: ამოჭრილი პერსონაჟები, ხის ტოტები, ფოთლები, სხვადასხვა მცენარეები, კაკალი, თხილი, მარცვლეული, ბოსტნეული... პლასტელინი და ქაღალდის აპლიკაცია, ნაძვის და კენკრის ტოტები, გირჩები და სხვა ბუნებრივი მასალები. სამუშაო პროცესში ბავშვები არა მხოლოდ ქმნიდნენ, არამედ უყვებოდნენ ერთმანეთს პატარა ისტორიებს. როგორ იმარაგებდნენ თაგუნები მოსავალს, რატომ უნდა მოვუაროთ ბუნებას, რას ნიშნავს ზრუნვა და შრომა.

„თითოეული კომპოზიცია უნიკალურია - ზოგიერთმა მოსწავლემ თაროებზე სავსე ქილები „შემოსვა“, სხვებმა ტომრებში ჩაყარეს თხილი და მარცვლეული. ეს ყველაფერი მხოლოდ ხელოვნების სიყვარული კი არა, ყურადღება, დაკვირვება აღმოჩენა და სითბოა - ის, რაც ბავშვებში თანდათან ყალიბდება.

პროექტმა კლასში საოცარი ერთობა და სიხარული მოიტანა. ბავშვებმა იგრძნეს, რომ შემოდგომის სიმდიდრე მხოლოდ ბუნებაში არ „ცხოვრობს“- ის მათ ხელითაც იქმნება“,-აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, კი არაერთი აქტივობა ეწყობა. შემოქმედებითად განსაკუთრებით დატვირთულია ხელოვნების გაკვეთილები. ამჯერად, ხელოვნების გაკვეთილზე შემოდგომის სიუხვითა და მშვენიერებით შთაგონებულმა მე-3 კლასელებმა წარმოაჩინეს შესაძლებლობები.

შემოდგომა ბავშვებისთვის ყოველთვის ფერადი ემოციების, თბილი შეგრძნებებისა და აღმოჩენების პერიოდია. ამ სეზონზე ბუნება იმდენ შთაგონებას გვაძლევს, რომ მასთან მუშაობა განსაკუთრებით სასიამოვნო და ნაყოფიერია. სწორედ ამიტომ, IIIგ კლასის დამრიგებელმა ეკატერინე იაშვილმა მოსწავლეებთან ერთად გადაწყვიტა, შემოდგომის ბარაქა ხელოვნების გაკვეთილზე შეეგროვებინა და მცირეხნიანი თამაში კრეატიულ საგაკვეთილო პროექტად გადაექცია.

პატარებმა საკუთარი ხელებით შექმნეს პატარა, ზღაპრული „სამზარეულოები“, სადაც თაგუნები ზამთრისთვის ემზადებიან. ბავშვებმა სხვადასხვა შერეული ტექნიკა გამოიყენეს: ამოჭრილი პერსონაჟები, ხის ტოტები, ფოთლები, სხვადასხვა მცენარეები, კაკალი, თხილი, მარცვლეული, ბოსტნეული... პლასტელინი და ქაღალდის აპლიკაცია, ნაძვის და კენკრის ტოტები, გირჩები და სხვა ბუნებრივი მასალები. სამუშაო პროცესში ბავშვები არა მხოლოდ ქმნიდნენ, არამედ უყვებოდნენ ერთმანეთს პატარა ისტორიებს. როგორ იმარაგებდნენ თაგუნები მოსავალს, რატომ უნდა მოვუაროთ ბუნებას, რას ნიშნავს ზრუნვა და შრომა.

„თითოეული კომპოზიცია უნიკალურია - ზოგიერთმა მოსწავლემ თაროებზე სავსე ქილები „შემოსვა“, სხვებმა ტომრებში ჩაყარეს თხილი და მარცვლეული. ეს ყველაფერი მხოლოდ ხელოვნების სიყვარული კი არა, ყურადღება, დაკვირვება აღმოჩენა და სითბოა - ის, რაც ბავშვებში თანდათან ყალიბდება.

პროექტმა კლასში საოცარი ერთობა და სიხარული მოიტანა. ბავშვებმა იგრძნეს, რომ შემოდგომის სიმდიდრე მხოლოდ ბუნებაში არ „ცხოვრობს“- ის მათ ხელითაც იქმნება“,-აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203