
წნორის N3 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა სასწავლო მეთოდსა თუ სტრატეგიას მიმართავენ და მოსწავლეებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ.
27 ნოემბერს, წნორის №3 საჯარო სკოლის X კლასელებმა წარმოადგინეს შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე - უჯრედი.
მოსწავლეებმა შექმნეს სხვადასხვა ტიპის უჯრედის მოდელები და მოაწყვეს თავისი ნამუშევრების პრეზენტაცია.
აქტივობა მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა.
აქტივობას ხელმძღვანელობდა ბიოლოგიის პედაგოგი ირმა დუღაშვილი.
იხილეთ ფოტო: