
ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი ღონისძიება მიეწყო.
სკოლის IX (კლასის ხელმძღვანელი იზა ხარატიშვილი) და XI (კლასის ხელმძღვანელი ხათუნა გორგოძე) კლასების მოსწავლეები, მაიორ კახაბერ გიორგაძის ხელმძღვანელობით, იმყოფებოდნენ ქალაქის მესამე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე.
მოსწავლეები გაეცნენ სამხედრო ტექნიკას, აღჭურვილობას, შეიარაღების ტაქტიკურ-ტექნიკურ მონაცემებს, ჯარისკაცების საყოფაცხოვრებო პირობებს, მათ სპორტულ მიღწევებს.
გასვლითი ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებში პატრიოტული გრძნობების გაძლიერებას, საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სამხედრო სამსახურის უკეთ გაცნობას და მოქალაქეობრივი თვითშეგნების განვითარებას.
იხილეთ ფოტოები: