ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახურმა ფსიქოლოგების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აცხადებს ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) ფსიქოლოგების შესარჩევ კონკურსს შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში:
თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის ცენტრი:
ქ. თბილისი - 4 ვაკანსია;
კახეთის ცენტრი:
ქ. ლაგოდეხი - 1 ვაკანსია;
აჭარისა და გურიის ცენტრი
ქ. ქობულეთი - 1 ვაკანსია;
ქ. ოზურგეთი - 1 ვაკანსია;
სამცხე-ჯავახეთის ცენტრი:
ქ. ახალციხე - 1 ვაკანსია.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება - ბაკალავრის აკადემიურ ხარისხთან ერთად (ფსიქოლოგიის მიმართულებით) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიის მიმართულებით ან დოქტორის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიის მიმართულებით;
- სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველი);
- სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
- უცხო ენის ცოდნა (სასურველი);საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft Outlook)
შრომის ანაზღაურება: 2336 ლარი
ელექტრონულ ფოსტაზე (hr1@mandaturi.gov.ge) გამოსაგზავნი დოკუმენტაცია:
- სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომ(ები)ი;
- სპეციალობით არანაკლებ 2 წლიანი მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საბუთების წარდგენა:
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: hr1@mandaturi.gov.ge
- დაინტერესებულ კანდიდატს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, კონკურსის შედეგების თაობაზე, მიეწოდება პირადი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
- კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება წარმოებს 2025 წლის 26 ნოემბრიდან 2025 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით;
- კონკურსის მონაწილე პირმა ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას „თემა“-ში (subject) მიუთითოს სახელი და გვარი (ქართული შრიფტით) და შესაბამისი მუნიციპალიტეტის/ქალაქის დასახელება (სადაც გამოცხადებულია ვაკანსია);
- განაცხადის შესავსებად გთხოვთ, დააკლიკოთ აქ - სააპლიკაციო ფორმა
იხილეთ დამატებითი დეტალები აქ