ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს.
28 ნოემბერს, ჩხორიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის (პრეზიდენტი ანასტასია მიქავა) ინიციატივითა და მშობელთა აქტიური ჩართულობით ჩატარდა ღონისძიება - „შემოდგომა ფოთოლცვენის სიზმარია“.
წელიწადის ყოველ დროს თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ განსაკუთრებით გამოირჩევა ბარაქიანი შემოდგომა, რომელიც განსაკუთრებულად წარმოადგინეს ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. მათ მიერ წარმოდგენილი თითოეული ნომერი იყო შრომის, სიყვარულისა და ფანტაზიის ნაზავი. მოეწყო მოსწავლეთა ნახატების გამოფენა.
ჩატარდა ფოტოკონკურსი, იყო სიმღერები, ცეკვები, ნომინაციები. ადგილზე დამზადდა სამეგრელოს სავიზიტო კერძები.
ზეიმის მოწყობაში უდიდესი წვლილი შეიტანეს მოსწავლეებმა, მშობლებმა, სკოლის დირექციამ, კლასის ხელმძღვანელებმა.
„დიდი მადლობა თითოეულ მათგანს! ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ!“- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: