„სამყარო დიფუზიის გარეშე“ - პტენის საჯარო სკოლის მე-7 კლასში საინტერესო პრეზენტაცია ჩატარდა 
02-12-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის მე-7 კლასში ფიზიკის ინტერაქტიული და შემეცნებითი გაკვეთილი ჩატარდა. 

გაიმართა პრეზენტაცია თემაზე - „სამყარო დიფუზიის გარეშე“, რომელსაც პედაგოგი გულნაზი კოჩალიძე ხელმძღვანელობდა. 

გაკვეთილი მეტად საინტერესოდ წარიმართა, მე-7 კლასელმა პრეზენტაციის მეშვეობით წარმოაჩინა, თუ როგორი იქნებოდა სამყარო დიფუზიის პროცესის გარეშე.

პრეზენტატორმა აუდიტორიას აუხსნა რა არის დიფუზია, რთული ფიზიკური მოვლენა მარტივად და გასაგებად ახსნა და სხვადასხვა ყოველდღიური მაგალითით წარმოაჩინა, რა მოხდებოდა ამ პროცესის არარსებობის შემთხვევაში.

მსგავს აქტივობებს მნიშვნელოვანი როლი აქვს სწავლების პროცესში, რადგან მოსწავლეები ცოდნას არა მხოლოდ ეუფლებიან, არამედ პრაქტიკულად იყენებენ და თავიანთი ნაშრომის პრეზენტირებასაც სწავლობენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203