„შემოდგომა ჩემს სოფელში“ - ტრადიც​იადქცეული ღონისძიება ალათუმანის საჯარო სკოლაში
02-12-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში სეზონის მიწურულს,  დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით, ტრადიციული საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა. 

თემატური ღონისძიება სახელწოდებით - „შემოდგომა ჩემს სოფელში“ საინტერესოდ წარიმართა და მისი მიზანი იყო მოსწავლეთათვის შემოდგომის თავისებურებების, სოფლის ტრადიციებისა და ბუნების მრავალფეროვნების წარმოჩენა. 

ღონისძიება ქართულ, სომხურ და რუსულ ენებზე გაიმართა, რაც როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ხაზს უსვამს სკოლის მრავალფეროვან გარემოსა და კულტურათაშორის თანამშრობლობას.

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას შემოდგომის თემასთან დაკავშირებული, სიმღერები, ლექსები და მცირე კომპოზიციები წარუდგინეს, რითაც შექმნეს თბილი და შემოქმედებითობით სავსე გარემო. 

ღონისძიების სცენური სივრცე განსაკუთრებით გამორჩეული იყო. მის ვიზუალურ გაფორმებაზე ბილინგვური პროგრამის, ხელოვნებისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა - შირაზ ჩახოიანმა იზრუნა. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები - ვართანუშ გრიგორიანი, არმენუჰი კარაბეტიანი, სოფიო ბერიძე და ლაურა ტონოიანი, სედა ტონოიანი და ვარდანუშ ტონოიანი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203