საქობოს საჯარო სკოლის მე-10 კლასელებმა ატომის აღნაგობის შესახებ საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს
02-12-2025

პრეზენტაცია სწავლების ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება, შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლაში აქტივობას ხშირად მიმართავენ. აქტივობა ერთდროულად ამდიდრებს მოსწავლის ცოდნას, ავითარებს შემოქმედებითობას, კრიტიკულ აზროვნებას და საჯაროდ საუბრის უნარს. 

ახლახან, მე-10 კლასის მოსწავლეებმა გამართეს საინტერესო პრეზენტაცია თემაზე - ატომი. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ატომი არის მცირე ნაწილაკი, რომლისგანაც შედგება ირგვლივ ყველაფერი: ჰაერი, წყალი, ქვები, მცენარეები, ცხოველები და ადამიანები.

„ათასწლეულების განმავლობაში ადამიანს მეცნიერებამ მოგვცა პასუხი - სამყაროში არსებული ყველა ნივთიერების საფუძველი არის ატომი, რომელიც ქიმიური ელემენტების ყველაზე პატარა ნაწილაკია“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩეინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203