საქართველოს სკოლებში მობილურები იკრძალება (?) - მინისტრი დეტალებზე
02-12-2025

მობილურების აკრძალვის შემოღება სკოლებში ზოგადი განათლების რეფორმის მორიგი სიახლეა. ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით შემუშავდება სპეციალური წესი:

„მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, სასწავლო გარემოზე ორიენტაციისთვის და სრული ჩართულობისთვის, სასკოლო პროცესში ავკრძალოთ მობილური ტელეფონების გამოყენება. შემუშავდება შესაბამისი წესი, რომელიც შესაბამისი სტანდარტით დაინერგება და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დაცული იქნება ბალანსი იმისთვის, რომ არც სასწავლო პროცესი დაზიანდეს და ბავშვს მშობელთან ან მისთვის საინტერესო ადამიანთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ დაერღვეს“- აღნიშნა მინისტრმა. 

ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია - სრული დოკუმენტი

„შემდეგი სასწავლო წლიდან სკოლებში ფორმები სავალდებულო გახდება“

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203