მშვიდობაურის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლანა შუბლაძე პედაგოგთა მუნიციპალურ კონფერენციაში მონაწილეობდა 
02-12-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობენ, იძენენ ახალ გამოცდილებას აზიარებენ ცოდნასა და საუკეთესო პროფესიულ პრაქტიკას. 

29 ნოემბერს ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, გაიმართა ოზურგეთის სკოლების  პედაგოგთა კონფერენცია სახელწოდებით - „ხარისხიანი განათლება/სწავლა სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები/სწავლებს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება“.

კონფერენციაში სოფელ მშვიდობაურის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლანა შუბლაძე მონაწილეობდა. 

პედაგოგი მადლობას უხდის ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ამ შესაძლებლობისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203