„შემდეგი სასწავლო წლიდან სკოლებში ფორმები სავალდებულო გახდება“
02-12-2025

შემდეგი სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში ბრუნდება სასკოლო ფორმები, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისივე თქმით, გაითვალისწინებენ სოციალურად დაუცველი ოჯახების ინტერესებს, და სასკოლო ფორმებით მოსწავლეებს უზრუნველყოფს სახელმწიფო.

„შემდეგი სასწავლო წლიდან ტესტურ რეჟიმში, ყველა საჯარო სკოლაში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები. ამასთანავე, ვითვალისწინებთ სოციალურ დაუცველ ოჯახებს. ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის შეფასებული 60 000 ქულით ან ნაკლებით, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას მიიღებს ფორმებთან დაკავშირებით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომპენსაციები საათებმოკლებული მასწავლებლებისთვის, ერთიანი სახელმძღვანელოები, 11 კლასიანი სწავლება და რეპეტიტორიუმების გახსნა  - რეფორმის დეტალები

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203