
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებული და მხარდაჭერილია.
27 ნოემბერს სკოლაში ჩატარდა გუნდური ინტელექტუალური თამაშის -„ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო ჩემპიონატი.
თამაში საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები - მე-5 კლასი (დამრიგებელი ლია დუმბაძე), მე-7 კლასი (დამრიგებელი ნანი ნიკოლაშვილი) და მე-9 კლასი (დამრიგებელი ნანა ლაღიძე).
სკოლაში მოსწავლეებს შემდეგ ეტაპზე წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: