
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის პედაგოგები სხვადასხვა სასწავლო სტრატეგიას მიმართავენ, მათ შორის სასწავლო პროცესში წარმატებით იყენებენ სახალისო აქტივობებსა და თამაშით სწავლებას.
ამის ნათელი მაგალითია, ახლახან ჩატარებული მუსიკის გაკვეთილი და მეტად სახალისო მუსიკალური აქტივობა, რომელიც მოსწავლეებმა დიდი ენთუქზიამით შეასრულეს.
სასწავლო პროცესს მუსიკის მასწავლებელი ლია ჯალიაშვილი ხელმძღვანელობდა, რომლის თქმით, ინიციატივა მიმართული იყო ისეთი უნარების განვითარებისკენ, როგორებიცაა რიტმის აღქმა და ყურად
„ვსწავლობთ რიტმულობას და ყურადღების კონცენტრირებას. მადლობა მარი ვახტანგიშვილს ტექნიკური მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნავს პედაგოგი და აქტივობის ამსახველ ვიდეოს გვიზიარებს.
იხილეთ ვიდეო: