თბილისის N28 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა შემოდგომა საინტერესო ღონისძიება-პროექტით გააცილეს 
01-12-2025

თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება შემეცნებით თავგადასავალია, რომელიც გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, საგანმანათლებლო ინიციატივებითა თუ პროექტებით და მიმართულია ბავშვების მრავალმხრივი განვითარებისკენ. 

ახლახან, სკოლის I კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელმა - ქეთინო მელიქიშვილი და მშობლებმა შემოდგომა ღონისძიება-პროექტით „შემოდგომის ფერები“ გააცილეს.

მოსწავლეები არაერთ თემატურ აქტივობაში ჩაერთნენ, შემოდგომის სიუხვესა და მშვენიერებას ხოტბა შეასხეს, აღნიშნეს თუ რაოდენ ბარაქიანია წელიწადის ეს დრო საქართველოში და ჩურჩხელებიც ამოავლეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა მოსწავლეთა შესაძლებლობების განვითარებასა და წარმოჩენას ემსახურებოდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203