
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება გამდიდრებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მათ მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
ახლახან, სკოლის მე-4ა კლასში, პედაგოგ მარინა გოგაშვილის ხელმძღვანელობით, ჩატარდა ლამაზი და ემოციური ღონისძიება სახელწოდებით - „ქართული კინოს სამყაროში“.
ღონისძიება შთამბეჭდავად წარიმართა. მოსწავლეებმა წარადგინეს შემოქმედებითი ნომრები, იცეკვეს, შეასრულეს სიმღერები ქართული ფილმებიდან - „მანანა“, „ვერის უბნის მელოდიები“, „ჭრიჭინა“, „აბეზარა“, „მზიური“, „დღე პირველი დღე უკანასკნელი“, „ჯარისკაცის მამა“, „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“ და სხვა.
მრავალფეროვანი სასცენო ნომრებით დატვირთულმა ღონისძიებამ დიდი მოწონება დაიმსახურა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ამავე სკოლის პედაგოგები და დირექცია.
იხილეთ ფოტოები: