მაჭატიის საჯარო სკოლის პედაგოგის ვენერა მღებრიშვილის საერთაშორისო პროექტს ევროპული ხარისხის ნიშანი​ მიენიჭა
01-12-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლა​ მე-2 წელია, კონსულტანტ-მასწავლებელი ვენერა მღებრიშვილის ხელმძღვანელობით, ჩართულია​ eTwinning-ის ევროპული სკოლების ურთიერთთანამშრომლობის ქსელში.

eTwinning-ის ფარგლებში სკოლა ახორციელებს არაერთ საინტერესო ინიციატივას და მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში. 

ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელის ვენერა მღებრიშვილის პროექტს მიენიჭა ჯერ ეროვნული ხარისხი, ახლა კი ევროპული ხარისხის ნიშანი.

„ევროპულ დონეზე მიღებული ეს აღიარება ადასტურებს პროექტის მაღალი ხარისხის დაგეგმვას, განხორციელებასა და საერთაშორისო თანამშრომლობას, ასევე ჩვენი სკოლის პროფესიონალიზმსა და ინოვაციური მიდგომების ეფექტურობას. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით მოსწავლეებს, კოლეგებს, ხელმძღვანელობასა და პარტნიორ სკოლებს აქტიური მონაწილეობისთვისა და მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნავს პედაგოგი და დასძენს, რომ კოლეგებთან და მოსწავლეებთან ერთად აგრძელებს მუშაობას მაღალი სტანდარტების შენარჩუნებისა და ახალი პროფესიული წარმატებებისკენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203