იხტილის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა ღონისძიებით დაიწყეს 
01-12-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მშობლიური ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

მასწავლებელმა ჰაიკანუშ კარაგებაკიანმა მოსწავლეებს პირველი საანბანო გაკვეთილი ღონისძიებად უქცია. 

მასწავლებელმა მოსწავლეები  არაერთ სახალისო თუ საინტერესო აქტივობაში ჩართო. ღონისძიების ფარგლებშიც ბავშვებმა ბავშვებმა შეასრულეს პირველ ასო-ბგერაზე დაფუძნებული ამოცანები, აქტივობები და თამაშები.

როგორც პედაგოგი გვეუბნება, ღონისძიების მიზანი იყო პირველი ასო-ბგერის დამახსოვრება, წერისა და კითხვის სტიმულირება, ასევე სასკოლო გარემოში შემოქმედებითი და პოზიტიური ატმოსფეროს შექმნა.

ღონისძიებამ მიზანს წარმატებით მიღწია, მოსწავლეთა მონდომებამ კი პედაგოგი სიამაყით აავსო. 

იხილეთ ფოტო-ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203