ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში ფრანგული ენის მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნა 
01-12-2025

ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეები გამოეხმაურნენ ფრანგული ენის მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა სკოლის ფრანგული ენის პედაგოგი, აკადემიური პალმის ორდენის კავალერის ტიტულის მფლობელი, მანანა ნაროუშვილი. 

მოსწავლეებმა ამ საგნის ყველა პედაგოგს მიულოცეს ეს ღირსშესანიშნავი დღე და მათი ღვაწლი სიტყვებითა და ლექსებით შეამკეს. 

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში ფრანგული ენა დიდი პოპულარობით სარგებლობს. მოსწავლეები ენას ხალისითა და დიდი ინტერესით სწავლობენ. ფრანგული ენის პროფესიონალი პედაგოგები კი მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებას არაერთი აქტივობით ახალისებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203