ბახვის საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები მასწავლებელთა მუნიციპალურ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
01-12-2025

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის პედაგოგები, დირექტორის მზია ვაშალომიძის ხელმძღვანელობით, პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე, აზიარებენ ცოდნას და იზირებენ საუკეთესო გამოცდილებას. 

29 ნოემბერს, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, გაიმართა ოზურგეთის სკოლების პედაგოგთა კონფერენცია - „ხარისხიანი განათლება /სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები/სწავლების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება“.

კონფერენციაში წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მასწავლებლებიც მონაწილეობდნენ:

წარმატებული პრაქტიკა კოლეგებს გაუზიარეს:

მზია ვაშალომიძემ - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა სექციაზე წარადგინა მეათე კლასში განხორციელებული კვლევითი აქტივობა: კვლევა როგორც სასწავლო მეთოდი იოანე საბანისძის „აბო თბილელის წამება“ სწავლებისას;

მაია ვაშალომიძემ მათემატიკის სექციაზე კოლეგებს გაუზიარა პროექტული სწავლების გამოცდილება საკითხზე „პროცენტი ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში“;

ეკატერინე არუსიამ ბუნებისმეტყველების სექციაში, ისაუბრა მე-5 და მე-6 კლასებში განხორციელებულ პროექტზე - „ქაღალდის გზა“;

ნანა ჭელიძემ მუსიკაში პროექტული სწავლების მეთოდებზე გაამახვილა ყურადღება და ისაუბრა მე-10 კლასში განხორციელებულ პროექტზე - „პატარა სოფლის დიდი ადამიანები“.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კონფერენცია მაღალორგანიზებულად ჩატარდა, ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.

„მადლობა ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, ქალბატონ ლალი სიჭინავას და მის გუნდს, რომ მუნიციპალიტეტის მასწავლებლებს მისცეს საშუალება გაცნობოდნენ ერთმანეთის მიღწევებს და გაეზიარებინათ საუკეთესო გამოცდილება“,- აღნიშნავს ბახვის საჯარო სკოლის დირექტორი მზია ვაშალომიძე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203