ბაღების 115-მა თანამშრომელმა ორ სამსახურში მუშაობის უფლება მოითხოვა - დეტალური ინფორმაცია
03-12-2025

გორის საბავშვო ბაღების 115-მა თანამშრომელმა ორ სამსახურში მუშაობის უფლება მოითხოვა. ერთი განცხადების გარდა, ყველა დაკმაყოფილდა.

ბაღების თანამშრომლებმა განცხადებით, საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, გიორგი შათირიშვილს მიმართეს. შათირიშვილის ინფორმაციით, მეორე სამსახურის შეთავსებაზე თანხმობის წერილი 114 თანამშრომელზე გაიცა, ხოლო 1 თანამშრომელი უარით გაისტუმრეს. გაირკვა, რომ გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა ორი სამსახურის შეთავსების უფლება საბავშვო ბაღის ექთანს არ მისცა, სამუშაოს სრული განაკვეთიდან გამომდინარე - ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს.

ცნობისათვის, 2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვით, საჯარო სამსახურში მომუშავე პირებს სხვა ანაზღაურებად საქმიანობაზე შეზღუდვები დაუწესდათ. კერძოდ, მათ კერძო სექტორში მუშაობა შეუძლიათ მხოლოდ ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203