
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა.
დოკუმენტით განისაზღვრა, რომ დისტანციურად ან ნახევრად დისტანციური ფორმით განხორციელებული შეფასების წესსა და პირობებს ამტკიცდებს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. პროგრამის აკრედიტაციის განხილვისას კი, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ იმ დოკუმენტებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, რომელიც წარმოდგენილია წარმოების ფარგლებში და რომელიც განიხილეს ზეპირი მოსმენის მიმდინარეობისას: „გარემოება, რომელიც არ იყო ასახული დოკუმენტაციაში ან არ განხილულა ზეპირი მოსმენისას, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას“.
საგანმანათლებლო პროგრამები 5 მიმართულებით შეფასდება:
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა;
სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა;
სტუდენტთა მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა;
სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა;
სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები.
რა არის პროგრამაზე დაშვების წინაპირობა და როგორ შეფასდებიან სტუდენტები - დეტალური ინფორმაცია იხილეთ განახლებულ სტანდარტში.