ერკეთის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეები მეხანძრე-მაშველის პროფესიის სპეციფიკას გაეცნენ
01-12-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებული განსაკუთრებული გასვლითი ღონისძიება მოეწყო - ისინი გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ჩოხატაურის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას ესტუმრნენ. 

ბავშვებმა ახლოდან გაიცნეს მეხანძრე-მაშველთა პროფესია, დაათვალიერეს სპეციალური აღჭურვილობა და ტექნიკა, გაეცნენ მათი საქმიანობის სპეციფიკას და მნიშვნელობას.

ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის მეხანძრე-მაშველის პროფესიის სპეციფიკის გაცნობას.

სკოლაში მადლობას უხდიან მეხანძრე-მაშველებს გულითადი დახვედრისა და საინტერესო საინფორმაციო შეხვედრისთვის. 

„გვსურს, გულთბილი მასპინძლობისთვის დიდი მადლობა გადავუხადოთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ჩოხატაურის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომლებს. თქვენ გვაჩვენეთ, რომ პროფესიონალიზმი და ადამიანურობა ყოველთვის მაგალითია მომავალი თაობისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203