სწავლის შეწყვეტისთვის 500 ლარიანი ჯარიმა თავდაცვის აკადემიის სტუდენტს სასამართლომ დააკისრა 
06-12-2025
თავდაცვის აკადემიის სტუდენტს, რომელიც სოციალურად დაუცველია სწავლის შეწყვეტისთვის სასამართლომ ფულადი ჯარიმა დააკისრა.  
 
როგორც „ქართლის ამბების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, გორში საკონტრაქტო სამსახური ჯარისკაცმა ვადაზე ადრე დატოვა, ხოლო თავდაცვის აკადემიის სტუდენტმა სწავლა მეორე კურსიდან შეწყვიტა. სასამართლომ განიხილა ორივე საქმე, რომელიც მათ მიმართ ჯარიმის ოდენობის განსაზღვრას ეხებოდა.
 
ყოფილმა სამხედრომ განმარტა, რომ საკონტრაქტო სამსახური ვადაზე ადრე დატოვა დედის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მაღალი შემოსავლის აუცილებლობის გამო, რის გამოც სამოქალაქო სფეროში დასაქმება გადაწყვიტა.
 
აკადემიის მეორე კურსის ყოფილმა სტუდენტმა სასამართლოს უთხრა, რომ სოციალურად დაუცველია, ხოლო მისი დედა – შშმ პირი, რის გამოც სწავლას ვეღარ აგრძელებდა.
 
თავდაცვის სამინისტრომ მოითხოვა, მათ მიმართ 5 000-ლარიანი და 2 000-ლარიანი ჯარიმების დაკისრება.
 
გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს 2 000 ლარი დაეკისრა, ხოლო აკადემიის ყოფილ სტუდენტს – 500 ლარი. სამინისტრომ გადაწყვეტილებები ორივე ინსტანციაში გაასაჩივრა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერია.
 
სასამართლომ განმარტა, რომ ჯარის და აკადემიის დატოვების პირადი გარემოებები არსებობდა, თუმცა შესაფერისი სამართლებრივი საფუძველი ჯარიმის სრულად გაუქმებისთვის არ დადგინდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203