კაცხის საჯარო სკოლის ფრენბურთელ ვაჟთა გუნდი სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური თამაშების გამარჯვებულია
01-12-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მოსწავლეთა ჩართულობა სპორტულ აქტივობებსა თუ ღონისძიებებში კი მხარდაჭერილი და წახალისებულია, რაც მოზარდების ინტერესებსა და მიღწევებზე აისახება. 

26 ნოემბერს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა სპორტული ოლიმპიადა ფრენბურთში, რომელშიც მონაწილეობდა ჭიათურის მუნიციპალიტეტში შემავალი ყველა საჯარო სკოლა, მათ შორის - კაცხის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი.

ჩემპიონატში ასპარეზობდა - პერევის, დარკვეთის, კაცხის, ჭიათურის N1 და ჭიათურის N5  საჯარო სკოლების გუნდები.

კაცხის საჯარო სკოლის გუნდმა ოლიმპიადაში ბრწყინვალედ იასპარეზა. ფინალურ ეტაპზე კი ჭიათურის N5  საჯარო სკოლის გუნდს დაუპირისპირდა და სძლია. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი - კაცხის საჯარო სკოლა, რომელმაც რეგიონალურ ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ტურნირი ქუთაისში 2026 წლის გაზაფხულზე გაიმართება. 

გამარჯვებული გუნდი ღონისძიების ორგანიზატორმა დამსახურებული სიგელით დააჯილდოვა. 

კაცხის საჯარო სკოლის დირექტორმა - ნორა ბუცხრიკიძემ და პედაგოგებმა მადლობა გადაუხადეს ამავე სკოლის სპორტის მასწავლებელს - ვალერი სარალიძეს ჩემპიონატისთვის  მოსწავლეთა ბრწყინვალე მომზადებისა და გაწეული შრომისთვის, ბავშვებს კი შემდგომი წარმატება და რეგიონალური ტურის გამარჯვებით დასრულება უსურვეს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203