
მარტვილის N1 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა როგორც მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნას, ისე მათ ინტელექტუალურ და ანალიტიკურ განვითარებას. ამ მიზნით კი სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
ამჟამად, სკოლაში პროექტი - „განათლება გვაძლევს თავისუფლებას“ (პროექტის ხელმძღვანელი რ. ჭედიშვილი) ხორციელდება, რომლის დევიზია - „სწავლა ცოდნის თესლია, ცოდნა კი წარმატებისა“.
ახლახან სკოლაში, ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ შემოდგომის სესიის მეორე ტური ჩატარდა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეები დიდი ინტერესით ელოდნენ ამ დღეს.
ამ ტურშიც მონაწილეობდნენ მე-9ა და მე-9ბ, მე-10ა და მე-10ბ და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები.
ამჯერად, კლასებიდან წარმოდგენილი გუნდები ერთმანეთს შეეჯიბრნენ ისტორიისა და გეოგრაფიის ცოდნაში.
მესამე ტური, რომელშიც წარმოდგენილი იქნება საკითხები საგნებიდან - ბიოლოგია და ქიმია, გაიმართება დეკემბერში.
პროექტის ხელმძღვანელი მადლობას უხდის დახმარებისთვის სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრს, მე-11 კლასის მოსწავლეს გიორგი ხურცილავას და სკოლის მასწავლებლებს.
იხილეთ ფოტოები: