მარტვილის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომას საინტერესო პრეზენტაციები მიუძღვნეს
02-12-2025

პრეზენტაცია, ერთ-ერთი ეფექტური სასწავლო მეთოდია ამიტომ მარტვილის N1 საჯარო სკოლაში აქტივობას ხშირად მიმართავენ, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

მოსწავლეებმა ამჯერად პრეზენტაციები შემოდგომას მიუძღვნეს და საკუთარ ნამუშევრებში შემოდგომაზე მიმდინარე პროცესები გააერთიანეს. მოსწავლეებმა ისაუბრეს რა კანონზომიერებით ცვივა ფოთლები, როგორ ახერხებენ ცოცხალი არსებები საშემოდგომო გარემოში ადაპტაციას და რატომ ხდება, რომ ამ სეზონზე ხშირია გაციება. 

მოსწავლეებმა ამ და სხვა საკითხებზე საინტერესოდ ისაუბრეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203