მარტვილის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელთა საშემოდგომო ღონისძიება ქალაქის მთავარ პარკში გაიმართა
01-12-2025

მარტვილის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა შემოდგომა ლამაზი ღონისძიებით გააცილეს. 

ღონისძიება მუნიციპალიტეტის მთავარ პარკში მოეწყო და მოიცავდა შემეცნებით, მუსიკალურ და სამხიარულო ნომრებს.

პირველკლასელებმა მოაწყეს ზღაპრული სანახაობა მათი კლასის დამრიგებლის მანანა გვილავას ხელმძღვანელობით.

ღონისძიების მიწურულს კი პატარებმა ჩურჩხელები ამოავლეს, თათარა დააგემოვნეს და ბევრი  იმხიარულეს.

„ასე სიხარულით ჩაიარა შემოდგომის ღონისძიებამ ჩვენი უსაყვარლესი მანანა მასწავლებლისა და ჩვენი პატარების დამსახურებით.

მადლობა, მანანა მასწავლებელო უანგარო სიყვარულისა და ზრუნვისთვის. მადლობა დედიკო მამიკოებს ღონისძიების გალამაზებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ პედაგოგის საინტერესო ინიციატივა და მოსწავლეთა მონდომება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203