„ამას ჩვენი დალოცვილი შემოდგომა ჰქვია“ - მარტვილის N1 საჯარო სკოლაში მე-3 კლასელებმა პოეზიის საღამო გამართეს
01-12-2025

მარტვილის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება გამდიდრებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება. 

აღსანიშნავია, მე-3 კლასში, პედაგოგ ფატი სიგუას ხელმძღვანელობით გამართული პოეზიის საღამო - „ამას ჩვენი დალოცვილი შემოდგომა ჰქვია“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მე-3 კლასელებმა დამრიგებლის ხელმძღვანელობით მოაწყვეს შესანიშნავი საღამო, ეს იყო შემეცნებით-გასართობი აქტივობა, სადაც მოსწავლეებმა თავიანთი პატარა ხელით შექმნეს შემოდგომის იმიტაცია - ფერადი და ზღაპრული გარემო - ჩურჩხელებიც კი ამოავლეს, წაიკითხეს შემოდგომის თემაზე ლექსები, იხალისეს და დამსწრე საზოგადოებას ლამაზი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203