უჯარმის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა
01-12-2025

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საჯარო სკოლის მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის ღირებულებებზე იზრდებიან. 

28 ნოემბერს, მკითხველთა კლუბისა და მისი ხელმძღვანელის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ მანანა აბურჯანიას ორგანიზებით, სკოლაში ილია ჭავჭავაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

ბავშვებმა დიდი სიყვარულითა და მონდომებით წარმოადგინეს მოძიებული მასალა, გააკეთეს საინტერესო პრეზენტაციები წაიკითხე ესეები სხვადასხვა აქტუალურ თემებზე, ისაუბრეს ერის მამად წოდებული მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე და მისი უკვდავი ნაწარმოებების მთავარ სათქმელზე. 

იხილეთ ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203